საზოგადოება
ზურა ჯაფარიძე: „კვლავ ვიხილეთ ივანიშვილის პირადი მსახურის მორიგი ტყუილების კასკადი“

1-japar-sazog-1საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენციას.

„ჩვენ კვლავ ვიხილეთ ივანიშვილის პირადი მსახურის მორიგი ტყუილების კასკადი და უტიფარი განცხადებები იმის თაობაზე, რომ მთავრობა მუშაობს ეფექტურად და ბოროტი ნაციონალების სექტა ხელს უშლის ხალხს დაინახონ ის სიკეთეები,რომლებსაც მთავრობა ქმნის. ქვეყნის ეკონომიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო ღრმავდება, ლარი დღითიდღე უფასურდება და ამ დროს ნაცვლად იმისა,რომ პრემიერი საუბრობდეს სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე, ჩვენ ვისმენთ განცხადებას იმის თაობაზე თუ როგორი წარმატებული მმართველობა აქვს ხელისფლებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ არ ესმით ხალხის ხმა და ისინი ბოლომდე დაცილდნენ მოსახლეობას. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ეს მთავრობა უნდა წავიდეს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.