პოლიტიკა
საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელი პრესკონფერენცია სასტუმრო Holiday Inn-თან ,,თავისუფალი ზონისა" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ,,გადადექი! " ,,ბიძინა, წადი!" - სკანდირებდნენ აქციის მონაწილენი. მალე სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურში გადაიზარდა (ვიდეო იხ. აქ).
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თავისუფალი ზონის წევრმა რუსკა მჭედლიძემ ერთ-ერთ მოქალაქეს სურათი გადაუღო, მოქალაქემ კი მას ტელეფონი წაართვა და ადგილიდან მიიმალა.