ირაკლი ღარიბაშვილი: „მოსახლეობა მეუბნება, გააჩუმეთ ეს ტელევიზიებიო“
საქართველო, 27 მარტი,
საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გუშინდელ პრეკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქართული მედია წარმოადგენს ბრმა იარაღს ზოგი პოლიტიკოსის ხელში.
„ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც ასეთ ზღვარგადასულ სიცრუეს ეუბნებიან მოსახლეობას. რამეს აკეთებენ კარგს ჩვენი ქვეყნისთვის? თქვენ, უბრალოდ, გიყენებენ, როგორც ბრმა იარაღს. ქმნით აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობას. გააკრიტიკეთ მთავრობა, მაგრამ მიეცით საშუალება, განმარტოს... ყველა რეგიონში, სადაც ჩავდივარ, მოსახლეობა მეუბნება, გააჩუმეთ ეს ტელევიზიებიო. მე ვეუბნები, რომ ვერ გავაჩუმებ, იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიის არსი, რომ მედია არის თავისუფალი”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.