უცხოეთი
პოროშენკომ მიიღო კოლომეისკის გადადგომა დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან

1-ucx-2საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დააკმაყოფილა იგორ კოლომეისკის თხოვნა დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ. შესაბამის ბრძანებას სახელმწიფოს მეთაურმა იგორ კოლომეისკისთან შეხვედრისას მოაწერა ხელი.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დნეპროპეტროვშჩინა აღმოსავლეთ უკრაინაში საიმედო დამცავ საზღვრად უნდა დარჩეს.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდობა, სტაბილურობა და სიმშვიდე“, - აღნიშნა პოროშენკომ.