უცხოეთი
პილოტმა კაბინაში მოხვედრა ვერ შეძლო
1-ucx-1საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. Airbus A320-ის ერთ-ერთი პილოტი ფრენისას კაბინიდან გამოვიდა და უკან შებრუნება ვერ შეძლო, - აუწყა The New York Times-ს ერთ-ერთმა გამომძიებელმა. აუდიოჩანაწერში ისმის, თუ როგორ ამტვრევს ეკიპაჟი კარს. წინა დღეს გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მათ აინტერესებთ ბოლო წუთებში, სანამ მფრინავები კავშირზე გასვლას შეწყვეტდნენ, რა მოხდა პილოტების კაბინაში. ასევე, ისიც, თუ რა მოხდა იმ 18 წუთში, როცა თვითმფრინავმა 8 ათს მეტრის სიმაღლეზე დაიწია და კლდის ქარაფს შეეჯახა. მეორე „შავი ყუთი“ ცარიელი აღმოჩნდა...