პრემიერი ღარიბაშვილი: „მომისმენია უფრო უარესი ბრალდებები... ბატუტებს ვყიდულობ და მფრინავი ოთახები მაქვს“
საქართველო, 26 მარტი,
საქინფორმი. დღეს, 26 მარტს, 11 საათზე, სასტუმრო „Holiday Inn“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა. პრემიერ-მინისტრი ე.წ. ბატუტების თემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არის შეურაცხყოფა და უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
„2-3 წლის განმავლობაში აღვირახსნილი კამპანია აწარმოეს ჩემს მიმართ. დაიჭირეს ჩემი ოჯახის წევრი, რომელსაც ვერაფერი აღმოუჩინა დანაშაულებრივმა ბანდამ. მე არაფერი მაქვს დასამალი. ყველას აქვს თავისი ცხოვრება. ვისაც ჩემი ცხოვრების წესი აინტერესებს, შეუძლია, ყველაფერი გაარკვიოს ჩემს ირგვლივ. მომისმენია უფრო უარესი ბრალდებები ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. ხშირად მიფიქრია, უნდა გავცე თუ არა პასუხი. თურმე რაღაც ბატუტებს ვყიდულობ და მფრინავი ოთახები მაქვს დაქირავებული. ეს არის შეურაცხყოფა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.