პრემიერი ღარიბაშვილი: „2008 წლის ომის აცილება შეიძლებოდა სწორი პოლიტიკით“
საქართველო, 26 მარტი,
საქინფორმი. დღეს, 26 მარტს, 11 საათზე, სასტუმრო „Holiday Inn“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა. კითხვაზე პასუხისას, თუ რა სარგებელი მოუტანა რუსეთთან ურთიერთობაში პოლიტიკის შეცვლამ საქართველოს - პრემიერ-მინისტრმა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანაზე ისაუბრა. პოლიტიკურ ჭრილში კი აღნიშნა, რომ წინა მთავრობას მეზობელ ქვეყანასთან გაუაზრებელი პოლიტიკა ჰქონდა, რამაც თავიდან ვერ აგვაცილა 2008 წლის ომი.
„
შეგახსენებთ, ორი წლის წინ ჩვენს წინა მთავრობას, სააკაშვილის მთავრობას ჰქონდა აბსოლუტურად რადიკალური, გაუაზრებელი პოლიტიკა ნაწარმოები რუსეთის მიმართ. მათმა წინდაუხედაობამ და გაუაზრებელმა მოქმედებებმა მთავრობიდან, ვერ აგვაცილა აგვისტოს ომი. მიმაჩნია, რომ ამის აცილება შეიძლებოდა სწორი პოლიტიკით, კონსტრუქციული მიდგომებით, პრაგმატული მიდგომებით. რა სარგებელი მოიტანა - პირველ რიგში, ჩვენ შევძელით ამ ორი წლის განმავლობაში ამ ახალი მიდგომის შედეგად, შეგახსენებთ, რომ ეს იყო ინიცირებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, ჩვენ შევძელით ის, რომ მოვახდინეთ დეესკალაცია კონფლიქტის. შევძელით ის, რომ ბაზარი გავხსენით, ჩვენი ფერმერებისთვის, გლეხებისთვის, მოსახლეობისთვის, ექსპორტი გაიზარდა 468 %-ით გავიტანეთ რუსეთის ბაზარზე ღვინო, ბორჯომი, მინერალური წყლები, სხვადასხვა პროდუქცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.