საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „მოსახლეობას არ აინტერესებს, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი წავა პარლამენტში თუ არა"

1-GGGGსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. დღეს, 26 მარტს, 11 საათზე, სასტუმრო „Holiday Inn“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა. მთავრობის დასწრება პარლემენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე და ურთიერთობა პრეზიდენტთან - ეს იყო კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

გარწმუნებთ, რომ გვაქვს აბსოლუტურად ნორმალური, ჯანსაღი, ისეთი როგორიც უნდა იყოს ნორმალურ საპარლამენტო რესპუბლიკებში, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება არის გამიჯნული, პრეზიდენტი არის ცალკე, პარლამენტი ცალკე... 2 წლის წინ სხვა რეალობა იყო, პრეზიდენტი იყო ერთი კაცი, რომელიც იყო მთავარი მოსამართლეც, იყო მთავარი პროკურორიც, იყო პოლიციელიც... დღეს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს, პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილი წავა პარლამენტში თუ არ წავა, ან მინისტრი გიორგაძე დაესწრება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში. ჩვენ რა თქმა უნდა ვუსმენთ ერთმანეთს, მეც მოვუსმენ სიამოვნებით, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ პარლამენტის შენობაში ვიყო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.