საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „მურმან დუმბაძე და ჯემალ ფუტკარაძე ჩვეულებრივი მოღალატეები არიან“

1-GGGGსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. დღეს, 26 მარტს, 11 საათზე, სასტუმრო „Holiday Inn“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა. პრემიერი აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყნისა და "ქართული ოცნების" მოღალატეებს პასუხს მომავალ არჩევნებზე ქართველი ხალხი გასცემს.

„ყველა ის ადამიანი, რომლებმაც უღალატეს ქართველი ხალხის არჩევანს და უღალატეს „ქართულ ოცნებას“ და მის დამფუძნებლებს, აგებენ პასუხს საკუთარი მოსახლეობის წინაშე და საქართველოს მოსახლეობა გასცემს მათ პასუხს მომდევნო არჩევნებზე. არ არის ჩემთვის საინტერესო არც მურმან დუმბაძე,არც ჯემალ ფუტკარაძე, ისინი ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. მოსახლეობას არ აინტერესებს არც მურმან დუმბაძე, არც ჯემალ ფუტკარაძე და არც მედეა ვასაძე",- განაცხადა ღარიბაშვილმა.