პრემიერი ღარიბაშვილი: „ოპოზიციას არაფრის თავი არ აქვს“
საქართველო, 26 მარტი,
საქინფორმი. დღეს, 26 მარტს, 11 საათზე, სასტუმრო „Holiday Inn“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა. ღარიბაშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ის არ ერევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკურ საქმეებში, თუმცა რაც შეეხება კოალიცია
"ქართული ოცნების" მიერ კოალიციის დატოვებას, პრემიერმა განაცხადა, რომ აღმოჩნდნენ "
მოღალატეები", რომლებიც გაირიცხნენ პარტიიდან.
„ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ურჩ და მოღალატე პარტიის წევრებს არ გავიჩერებთ პარტიაში. მათ ადეკვატურ პასუხს გავცემთ",-განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, აჭარაში არის ნორმალური სიტუაცია, პოლიტიკური პროცესები, რომელიც ვითარდება რეგიონში, არის დემოკრატიის ნაწილი. რაც შეეხება შესაძლო ვადამდელ არჩევნებს, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აჭარის რეგიონში ვადამდელი არჩევნები მოსალოდნელი არ არის.