სამართალი
IRI: „პროკურატურის მიმართ ნდობა 14%-ით შემცირდა“

1-kvel-niuszeსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, წინა წელთან შედარებით, მთავარი პროკურატურის მიმართ ნდობა 14%-ით (50%-დან 36%-მდე) შემცირდა.

წინა კვლევასთან შედარებით, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა 11%-ით არის შემცირებული (52%-დან 41%-მდე). საგულისხმოა, რომ IRI-ის კვლევის თანახმად, ნდობა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ შემცირდა.

გამოკითხვა დაფინანსებულია აშშ-ის სახდეპის მიერ.