სამართალი
IRI: „სასამართლო რეფორმა მთავრობის წარმატებად მხოლოდ 2%-ს მიაჩნია“

1-kvel-niuszeსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 2%-ს მიაჩნია სასამართლო რეფორმა მთავრობის წარმატებად. კვლევაში მონაწილეთა 35% მთავრობის ყველაზე დიდ წარმატებად ჯანდაცვას ასახელებს, ხოლო 11% - სოფლის მეურნეობას.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუმჯობესდა, 10%-ის აზრით, გაუარესდა, ხოლო 8%-ის შეფასებით, ქვეყანაში ჯანდაცვის კუთხით მდგომარეობა არ შეცვლილა.

გამოკითხვა დაფინანსებულია აშშ-ის სახდეპის მიერ.