პუბლიკაციები
საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ბოლო ორ თვეში საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა.
გამოკითხვის თანახმად, კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 7% ფიქრობს, რომ ეკონომიკური სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა, ხოლო 29% ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა იმავე დონეზე დარჩა.
გამოკითხვა დაფინანსებულია აშშ-ის სახდეპის მიერ.