აქტუალური
IRI: „გამოკითხულთა 85% რუსეთთან ურთიერთობას უარყოფითად აფასებს“

1-kvel-niuszeსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 5% მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობას დადებითად, 85% კი, უარყოფითად.

კვლევაში მონაწილეთა 18% რუსეთს პარტნიორად მიიჩნევს, ხოლო 76% - საფრთხედ. 26% ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა გაუარესდა, 21%-ის აზრით კი, პირიქით -გაუმჯობესდა. რესპონდენტთა 44% მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა იგივე ნიშნულზე დარჩა.

გამოკითხულთა 67%-ის შეფასებით, რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ გრძელდება. 6% ფიქრობს, რომ აგრესია დასრულდა და არ განახლდება, ხოლო 21%-ის აზრით, რუსეთის აგრესია დასრულდა, მაგრამ არსებობს განახლების საშიშროება.

გამოკითხვა დაფინანსებულია აშშ-ის სახდეპის მიერ.