საზოგადოება
IRI: „ნდობა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ შემცირდა“

1-kvel-niuszeსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ნდობა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ შემცირდა.

პოლიციის მიმართ ნდობა წინა წელთან შედარებით 17%-ით არის შემცირებული და 65%-ია.

პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ნდობა 13%-ით შემცირდა (64%-დან 51%-მდე), მთავარი პროკურატურის მიმართ 14%-ით (50%-დან 36%-მდე).

სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა 11%-ით შემცირდა (52%-დან 41-მდე), ნდობა შემცირებულია ჯარის მიმართაც. წინა კვლევისას, მას გამოკითხულთა 93% ენდობოდა, ახლა - 87%. განათლების სისტემას ადრე კვლევაში მონაწილეთა 64% ენდობოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 3%-ით შემცირდა და 61% შეადგინა.

გამოკითხვა დაფინანსებულია აშშ-ის სახდეპის მიერ.