პოლიტიკა
IRI: “ყველაზე მეტად მთავრობის და პარლამენტის მიმართ ნდობა შემცირდა“

1-kvel-niuszeსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტად ნდობის მაჩვენებელმა მთავრობის მიმართ იკლო. თუ წინა კვლევის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტს გამოკითხულთა 69% ენდობოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 48%-ია.
პარლამენტის მიმართ ნდობა 19%-ით შემცირდა. წინა წელს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს გამოკითხულთა 68% ენდობოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 49%-ია.
აღსანიშნავია, რომ IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნდობამ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ იკლო.

გამოკითხვა დაფინანსებულია აშშ-ის სახდეპის მიერ.