პოლიტიკა
IRI: “გამოკითხულებს ყველაზე მეტად სერგეენკო და მარგველაშვილი მოსწონთ”

1-kvel-niuszeსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულებს ყველაზე მეტად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსწონთ. სერგეენკოს მიმართ დადებითად კვლევაში მონაწილეთა 62%-ია განწყობილი, ხოლო უარყოფითად - 24%. გიორგი მარგველაშვილი რესპონდენტთა 62%-ს მოსწონს, ხოლო 30%-ს არ მოსწონს.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია მიმართ გამოკითხულთა 57%-ია განწყობილი დადებითად, ხოლო 34% - უარყოფითად. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რესპონდენტთა 57%-ს მოსწონს, უარყოფითად კი გამოკითხულთა 36%-ია განწყობილი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლევაში მონაწილეთა 56%-ს მოსწონს, 39%-ს კი არა.

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძის მიმართ დადებითად არის განწყობილი გამოკითხულთა 48%, უარყოფითად - 44%, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძის მიმართ 47% დადებითად, 25% - უარყოფითად.

თბილისის მერი დავით ნარმანია გამოკითხულთა 40%-ს მოსწონს, 46%-ს არ მოსწონს. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილის მიმართ კვლევაში მონაწილეთა 28%-ია დადებითად განწყობილი, 40%- უარყოფითად. ხოლო ნინო ბურჯანაძე 24%-ს მოსწონს, 70%-ს არა.

გამოკითხვა დაფინანსებულია აშშ-ის სახდეპის მიერ.