რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „თუ მამაკაცი ლაჩარია, ის კაცი კი არა, კუანაა!“ - ორი ლაჩრის სამი Facebook-ისტორია

pol-1-red-mtavariგარდაუვალი დასჯის მოლოდინში ლაჩარი სააკაშვილი შეცდომებს ერთი-მეორის მიყოლებით უშვებს. 21 მარტს მან იჩქარა და განათავსა თავის Facebook-გვერდზე თბილისში „გრანდიოზული“ აქციის ამსახველი ფოტო, სადაც 2 ათასზე მეტი ნაციონალი არ აღმოჩნდა. როცა დაფაცურდა და წაშალა იგი, უკვე გვიანი იყო - საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა დააფიქსირა ეს სკანდალური ფაქტი!

2 დღის შემდეგ ძებნაში მყოფმა სისხლის სამართლის დამნაშავემ მორიგი შეცდომა დაუშვა: 23 მარტს სააკაშვილმა თავის Facebook- გვერდზე განათავსა შემდეგი პოსტი: „გარდაიცვალა ლი კუან იუ, სახელმწიფოებრიობის გენიალური შემქმნელი და მისაბაძი მაგალითი პირადად ჩემთვის. ჩვენ, ქართველი რეფორმატორები, ბევრჯერ ჩავსულვართ სინგაპურში, რათა შეგვესწავლა და შთაგონების წყაროდ გვექცია მისი მიღწევები ეკონომიკაში, ქალაქის ინფრასტრუქტურასა და არქიტექტურაში. მისი ნაშრომები ჩემთვის სამაგიდო წიგნებად იქცა“.

იმის დასადასტურებლად, რომ ლი კუან იუ-ს წიგნები „შთაგონებით აღვსილი“ სააკაშვილისთვის „სამაგიდო წიგნებად“ იქცა, მან თავის პოსტს ფოტოსურათი დაურთო, სადაც ლი კუანის წიგნი ... უკუღმა უჭირავს! (იხ. ფოტო 1). როცა პოროშენკოს ვაი- მრჩეველი დაფაცურდა და ეს სირცხვილი ფოტოშოპით გაასწორა (იხ. ფოტო2), უკვე გვიანი იყო - კუანა სააკაშვილის ფოტო Facebook-ში გავრცელდა...

როგორც ცნობილია, უწიგნური სააკაშვილი, თავისი პრეზიდენტობისას და მანამდეც, სანამ ბომჟი გახდებოდა, იკვეხნიდა, რომ საქართველოს სინგაპურად გადააქცევდა და რომ იგი ლი კუან იუ-ს ნაშრომების დიდი მცოდნეა! ის დღესაც, რაც უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი გახდა, აგრძელებს კვეხნას, რომ შეისწავლა „სინგაპურის სასწაული“ და უკრაინის სინგაპურად გადაქცევას პირდება, რათა პოროშენკო საქართველოში მის ექსტრადიციაზე არ დათანხმდეს! პოროშენკოს პირველი დავალება - აშშ-დან უკრაინისთვის ლეტალური იარაღის ჩამოტანა - სააკაშვილმა ხომ ჩააგდო...

სანამ სააკაშვილი კიევში თავის საჭიროებას ამტკიცებს, მის მეგობარ მატვეი განაპოლსკის, რომელიც საქართველოს „სინგაპურიზაციის“ შესახებ „რეფორმატორი სააკაშვილის ნოვატორული იდეების“ პროპაგანდას ახდენდა, მსგავსი კონფუზი მოუვიდა - მას სინგაპური ... კორეაში აერია!

მკითხველს შეუძლია ამაში დარწმუნდეს რადიოსადგურ „Эхо Москвы“-ს საიტზე განაპოლსკის (რომელსაც თბილისში გავნოპოლსკის ეძახიან) პოსტის წაკითხვით, რომელიც მან სამარცხვინოდ წაშალა (იხ. ფოტო №3), მაგრამ დააგვიანდა - Facebook-ის მომხმარებლებმა უკვე გაავრცელეს.

როგორც ხედავთ, განაპოლსკი, ისევე, როგორც მისი კერპი - კუანა სააკაშვილი, ტრაბახობს თავისი ცოდნით ლი კუან იუ-ს მოღვაწეობის შესახებ, თუმცა, მიაჩნია, რომ მან ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინა არა სინგაპურში, არამედ კორეაში! „კორეის საიდუმლო“, „კორეის სასწაული“ - იმეორებს დივერსიული ტელეკომპანია „ПИК»-ის (რომელსაც საქართველოში „ПУК“-ი შეარქვეს) ყოფილი „სახე“, რაც ამტკიცებს მის გაუნათლებლობასა და აბსოლუტურად გამორიცხავს ტექნიკური შეცდომის, ანდა წამოცდენის ალბათობას...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 25 მარტი
საქართველო, თბილისი

pol-1-1 pol-1-2
pol-1-3