უცხოეთი
აშშ-ის კონგრესმა უკრაინის არმიის შეიარაღებას ხმა მისცა

zar-2საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეიცავს რეკომენდაციას პრეზიდენტ ბარაქ ობამასთვის, დაიწყოს უკრაინის ხელისუფლებისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდება. რუსი პარლამენტარები გამოვიდნენ ინიციატივით, საპასუხო ზომად განხილული იქნეს  პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინისთვის მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის უფლების დაბრუნების საკითხი.

უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების სისტემის მიწოდებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, „რათა უკრაინელ ხალხს დახმარება აღმოეჩინოს თავისი სუვერენული ტერიტორიის დაცვაში“, ხმა მისცა 348 ამერიკელმა კანონმდებელმა - როგორც რესპუბლიკელებმა, ასევე დემოკრატებმა. წინააღმდეგი წავიდა 48 კონგრესმენი.

კიევისთვის აშშ-ის საერთო არალეტალური დახმარება დაახლოებით 200 მლნ დოლარს შეადგენს. ამერიკის ადმინისტრაცია დროდადრო აკეთებს განცხადებას, რომ განხილვის სტადიაში იმყოფება საკითხი კიევისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შესახებ, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.