თვითმფრინავმა A320 საფრანგეთში ჩამოვარდნამდე სიმაღლის დაკარგვა მკვეთრად დაიწყო
საქართველო, 25 მარტი,
საქინფორმი. სამხრეთ საფრანგეთში დაღუპული ავიაკომპანია
Germanwings-ის თვითმფრინავი კატასტროფის წინ საკმაოდ ხანგრძლივად სიმაღლეს კარგავდა - ავიალაინერმა სწრაფად იწყო ვარდნა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. თავიდან ლაინერი დაახლოებით 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა. 2.7 ათასი მეტრის სიმაღლიდან კი ჩამოვარდა.
როგორც რადიოსადგური Europe-1 იუწყება ტრანსპორტის მინისტრ ალან ვიდალზე დაყრდნობით, თვითმფრინავმა უბედურების სიგნალი ადგილობრივი დროით 10:47 საათზე მისცა, ამ დროს ის 5000 ფუტის სიმაღლეზე იმყოფებოდა (1524 მ).
უწინ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი იუწყებოდა, რომ ბორტზე მყოფი 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი, სავარაუდოდ, დაიღუპნენ.