შსს-მ დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
საქართველო, 25 მარტი,
საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი
ზურაბ უ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 23 მარტს, გურამიშვილის გამზირზე მდებარე „სოკარის“ გაზგასამართ სადგურში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით ფეხის არეში დაჭრა ოპერატორი ზურაბ ა., მენეჯერი - ჯაფარ ა. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოღებულია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.