პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: „ნაციონალებს“ არათუ იმპიჩმენტის დაგეგმვის, არაფრის მორალური უფლება არ აქვთ“

polit-3საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არაფრის დაგეგმვისა და გამოცხადების მორალური უფლება არ აქვთ. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ 23 მარტს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„მეტად სამწუხაროა, რომ ჩვენ მივიღეთ მთავრობა, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა იმის უფლება, რასაც ახლა ბედავენ. და ეს უფლება მისცა იმის ფასად, რომ თვითონ იყვნენ ძალიან კომფორტულად. “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა, ივანიშვილის მეთაურობით, ქართველი ხალხი გაყიდეს“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა.