პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სინგაპურის რესპუბლიკის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

polit-2საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სინგაპურის რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრის ლი კვან იუს გარდაცვალების გამო პრეზიდენტ ტონი ტან კენგ იამს სამძიმრის წერილი გაუგზავნა:

ნება მიბოძეთ, ქართველი ხალხის სახელით ღრმა მწუხარება გამოვთქვა უდიდესი სახელმწიფო მოღვაწისა და ლიდერის, მისი აღმატებულება ლიკვან იუს გარდაცვალების გამო. ეს დიდი დანაკლისია არა მარტო სინგაპურელი ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. ბატონი ლი კვან იუ იყოგამორჩეული ლიდერი, რომელმაც თავისი ხალხისათვის თავდადებული მსახურებით სინგაპური მსოფლიოს ერთ-ერთ წარმატებულ დააყვავებულ სახელმწიფოდ აქცია. დარწმუნებული ვარ, რომ თაობები მის სახელს საუკუნეების განმავლობაში არ დაივიწყებენ. ვიზიარებ ბატონილი კვან იუს ოჯახისა და სინგაპურელი ხალხის მწუხარებას ამ მძიმე დანაკლისის გამო“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.