უცხოეთი
ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ გამოაქვეყნა „დასახვრეტთა სია“, რომელშიც 100 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩართო

1-islam-zar-2საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ისლამური სახელმწიფო შექმნილ სიას „ისლამური სახელმწიფოს "ჰაკერული ქვეგანყოფილების“ ნამუშევარს უწოდებს, თუმცა, სავარაუდოდ, მონაცემები სოქსელებიდან და ღია წყაროებიდან შეიქმნა. „ისლამურმა სახელმწიფომ“ გამოაქვეყნა ნუსხა, რომელიც 100 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურისგან შედგება.

ოჰ, ურწმუნოებო ამერიკაში! ჯვარის თაყვანისმცემლებო! ჯვაროსნებო, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის! ჩვენ გეუბნებით: „გშთანთქოთ საკუთარმა მრისხანებამ!“, - ნათქვამია ინტერნეტში გავრცელებულ „ისლამური სახელმწიფოს "ჰაკერული ქვეგანყოფილების“ ცნობაში. „ ჩვენ სამუშაო გაგიმარტივეთ, - მიმართავენ ტერორისტები თავის მომხრეებს აშშ-ში, - შევკრიბეთ რა თქვენთვის მისამართები... რაღას ელოდებით?.. დახოცეთ ისინი მათსავე მიწაზე, მოკვეთეთ თავები მათსავე სახლებში, დახოცეთ მათსავე ქუჩებში“, - მოუწოდებს ისლამური სახელმწიფო თავის მომხრეებს.