უცხოეთი
უკრაინის ყოფილმა მმართველმა პარტიამ ქვეყნის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩის უმცროსი შვილის დაღუპვა დაადასტურა

1-ianuk-zar-1საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. 20 მარტს ტრაგიკულად შეწყდა ჩვენი კოლეგის, უკრაინის ყოფილი სახალხო დეპუტატი ვიქტორ ვიქტორის ძე იანუკოვიჩის სიცოცხლე. იგი სულ 33 წლის იყო, - ნათქვამია „რეგიონების პარტიის“ პრესსამსახურის ცნობაში. პარტიის ხელმძღვანელობამ გულწრფელად თანაუგრძნო ვიქტორის მშობლებს, მის ქვრივ ოლგას და ვაჟ ილიას.

ამასთან, პარტიის ცნობაში არაფერია ნათქვამი ვიქტორ იანუკოვიჩ-უმცროსის დაღუპვის გარემოებებზე.