სამართალი
აშშ-იის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

1-gos-samart-1საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ანგარიშში პოზიტიურად იქნა შეფასებული აღნიშნული კუთხით საქართველოში განხორციელებული ღონისძიებები. ასევე ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს შორის 2014 წლის განმავლობაში განხორციელებული თანამშრომლობის მნიშვნელობა. ანგარიშში ასევე პოზიტიურად აღინიშნა საქართველოს მიერ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და მისი 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის მიღების ფაქტი.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში 2014 წლის განმავლობაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებმაც დაარეგულირა ნარკოტიკების უკანონოდ მოხმარებასა და ნარკოტიკული საშუალებების იმპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წლის მაისის ცვლილებების შედეგად, 2013 წელთან შედარებით, 90 პროცენტით შემცირდა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფაქტები.