შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. ქართული ქვედანაყოფი მისიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას სრული მასშტაბით დაიწყებს
საქართველო, 24 მარტი,
საქინფორმი. ასეულის მისიის გადაბარების საზეიმო ცერემონია დედაქალაქ ქაბულში,
"მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლობის შტაბში გაიმართა. ღონისძიებას ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი
მამუკა ქავთარაძე და "RS"-ის შტაბბინის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
გაძლიერებული ასეულის მეთაურმა კაპიტანმა
გიორგი ჯალაღონიამ მისია ოფიციალურად ორეგონის შტატის ეროვნული გვარდიის 1/82 კავალერიული პოლკის პირველი ესკადრონის მეთაურისგან გადაიბარა. ქართველი სამხედროები "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ. 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მთავარი ამოცანა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე "მტკიცე მხარდაჭერის" (
RS-HQ) მისიის შტაბის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.