საზოგადოება
ეკონომიკის ექსპერტები: „ლარის ინფლაცია გაგრძელდება“

1-infl-sazog-3საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ექსპერტთა პროგნოზით, მიმდინარე თვეებში ლარის ინფლაცია გაგრძელდება. დღეისათვის კი დოლარის კურსი ლართან 2 ლარი და 22 თეთრია: სანამ ეკონომიკაში დადებითი იმპულსები არ გაჩნდება, ზეწოლა ლარზე გაგრძელდება. ეს არის ობიექტური პროცესი, რომელიც ძალიან სერიოზული პრობლემების შედეგია“, - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

„სანამ მონეტარული სისტემა არ შეიცვლება, მუდმივად იქნება დაძაბულობა ამ მიმართულებით. მითუმეტეს, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არ იძლევა გაუმჯობესების ნიშან-წყალს და შესაბამისად არის პესიმისტური დამოკიდებულება თითონ ეკონომიკური პერესპექტივის მიმართ", - აღნიშნა ექსპერტმა პაატა შეშელიძემ. მონეტარული პოლიტიკის შეცვლა, ბიზნესის ხელშეწყობა, გადასახადების შემცირება და სახელმწიფო ქონების პრივატიზება - ასეთია ექსპერტთა რეკომენდაციები მთავრობისადმი.