საზოგადოება
,,თბილისის მიკროავტობუსის’’ განცხადება: „მგზავრობის საფასური არ გაძვირდება“

1-mikro-sazog-1საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. კომპანია თბილისის მიკროავტობუსი სთხოვს მედიასაშუალებებს, ნუ შეიყვანენ მოსახლეობას შეცდომაში. ლარის თითქმის 30%-იანი გაუფასურების მიზეზით მოცემული მომსახურების სფერო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. დოლარში აღებული საბანკო ვალდებულების გამო, კომპანიას ყოველთვიური საბანკო მომსახურების ხარჯი 400 ათასით ლარით გაეზარდა.

კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსმა’’ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: რამდენიმე ხაზის მიკროავტობუსის მძღოლების ყოველდღიური მოსაკრებელი 12 მარტიდან 3 ლარით გაიზრდება.

მძღოლების დღიური სარგო საშუალოდ მერყეობს 55-დან 95 ლარამდე. აღნიშნული დანაზოგიდან სამი ლარის კომპანიისთვის გადახდა წარმოადგენს იმ გამოსავალს, რითაც არ გაიზრდება მგზავრობის საფასური, ასევე გამოსწორდება კომპანიის ფინანასური მდგომარეობა, რაც საბოლოოდ აისახება როგორც მძღოლების კეთილდღეობაზე, ასევე მგზავრობის საფასურის შენარჩუნებაზე”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.