პოლიტიკა
დავით კერესელიძე: „საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე არანაირი საუბარი არ მიმდინარეობს"
1-keres-polit-2საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა. „მიკვირს, გამუდმებით რომ ისმის ეს საკითხი მიუხედავად იმისა, რომ რაღაც უაზრო განცხადებაზე ბატონი დიმიტრი პესკოვის, რომელიც თითქოს აბრალებს ვიღაც დიპლომატებს, რომ ვლაპარაკობთ ამ საკითხებზე, ძალიან კარგი განმარტება იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. მე ზუსტად იგივეს გავიმეორებ, რომ არანაირი ანალოგიური შეხვედრის მოწყობაზე საუბარი დიპლომატებს შორის არ მიმდინარეობს", - განაცხადა დავით კერესელიძემ.