ჯოზეფ ბაიდენი: „აშშ უკრაინის ნაცგვარდიის მებრძოლთა წვრთნას დაიწყებს“
საქართველო, 23 მარტი,
საქინფორმი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ
პეტრო პოროშენკოს აცნობა აშშ-ის პრეზიდენტი
ბარაქ ობამას გადაწყვეტილება უკრაინის ნაციონალური გვარდიის
780 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნის შესახებ უახლოეს მომავალში.
გარდა ამისა, ბაიდენმა განაცხადა, რომ მარტის ბოლოს უკრაინაში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით, სამხედრო ავტომანქანების პირველი პარტია ჩავა.