უცხოეთი
ჟურნალმა „ფორბსმა“ გაარკვია ყირიმელთა დამოკიდებულება რუსეთთან მიერთებისადმი

1-forbes-zar-2საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან მიერთებიდან ერთი წლის შემდეგ ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა მასალა იმის შესახებ, თუ რა დამოუკიდებულება აქვთ ნახევარკუნძულის მცხოვრებლებს ჩატარებული რეფერენდუმისადმი და როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება ერთიანობაში.

გამოცემის ცნობით, ეთნიკური რუსებიც, უკრაინელებიც და ყირიმელი თათრებიც მიიჩნევენ, რომ რფ-თან მიერთების შემდეგ მათი ცხოვრება გაუმჯობესდა.

Gallup-ის ივნისის გამოკითხვის მონაცემებმა უჩვენა, რომ გამოკითხულ ყირიმელთა 82,8% -ისაზრით, 2014 წლის 18 მარტის რეფერენდუმი სრულად ასახავს ნახევარკუნძულის მოსახლეობის აზრს.

ეთნიკურ რუსებს შორის რესპოდენტთა 93,6%-მა რეფერენდუმს ლეგიტიმური უწოდა, ხოლო უკრაინელებს შორის - 68,4%-მა. რაც შეეხება რუსეთთან ყირიმის მიერთების შედეგებს, გამოკითხულთა 73,9%-მა განაცხადა, რომ მათი ცხოვრება გაუმჯობესდა რფ-ს შემადგენლობაში ნახევარკუნძულის შესვლის შემდეგ.