პუბლიკაციები
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მამუკა ხაზარაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაა. როგორც მოშიმშილე ადვოკატმა და აქციის სხვა მონაწილეებმა განაცხადეს, მათი პროტესტი გაგრძელდება, სანამ ხაზარაძე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს არ აგებს. აქციის მონაწილეები ხაზარაძეს ცეკავშირის შენობის უკანონოდ გასხვისებას ედავებიან. „ხაზარაძე - ციხეში! პროკურატურამ თაროებიდან ჩამოიღოს სისხლის სამართლის ის ორი საქმე, რომლებიც ხაზარაძის წინააღმდეგ დიდი ხანია აღძრულია, მაგრამ საქმეებს ბლოკავენ“, - აღნიშნავდნენენ აქციის მონაწილეები.