სამართალი
კახეთში 63 წლის ქალმა ბუნებრივი აირით თავი გაიგუდა

gassკახეთში თვითმკვლელობა მოხდა. სოფელ მელაანში 63 წლის ლელა მახარაშვილმა საკუთარ სახლში თავი თხევადი აირით გაიგუდა. ცხედარი დილით მეზობლებმა აღმოაჩინეს. ნათესავებს მომხდარზე საუბარი უჭირთ. არსებობს ვერსია, რომ მახარაშვილს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები ჰქონდა. ის სიმსივნით იყო დაავადებული, თვითმკვლელობასაც მის ავადმყოფობას უკავშირებენ. გარდაცვლილი სოფლის სკოლაში ქიმიას ასწავლიდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.