თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდს უმასპინძლა
საქართველო, 23 მარტი,
საქინფორმი. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები -
გოჩა რატიანი, ლევან ღირსიაშვილი და აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი
მეთიუ დიმიკი დაესწრნენ.
შეხვედრაზე საუბარი აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მათ უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებზე და აღნიშნულ პროცესში აშშ-ის ჩართულობაზე იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის უწყების პრიორიტეტების განხილვისას აშშ-ს ელჩმა ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვა.