გოგი თოფაძე: „მინდა მადლობა გამოვუცხადო არასამთავრობოებს, რომლებმაც პროტესტი გამოუცხადეს ყაზბეგის პროდუქციას!"
საქართველო, 23 მარტი,
საქინფორმი. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა
გოგი თოფაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე
(იხ. ვიდეო) "არგუმენტების დროში" ჩართვის დროს განაცხადა.
„უკანასკნელ 3-4 დღეში ძალიან გაიზარდა რეალიზაცია და ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებელი. ეს არის ხალხის განწყობა. დღეს მომარაგებას ვერ ვასწრებთ. გარდა ამისა, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მარტო ლუდი და ლიმონათი არ არის ყაზბეგის ჰოლდინგი. არის კიდევ ათზე მეტი სხვა საწარმო და იქნებ იგივე პრაქტიკა გააგრძელონ ნაყინის წარმოებაზე, ხე-ტყის გადამუშავებაზე, სასტუმროებზე, რესტორნებზე, სამონადირეო მეურნეობაზე. სცადეთ, იქნება ამანაც უკუეფექტი მოგვცეს“, - აღნიშნა თოფაძემ.