პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: „სააკაშვილის ნაცდაუნებმა მთელ საქართველოში 2 ათასზე მეტი მომხრე ვერ შეკრიბეს!“

1-nac-pol-1-red2015 წლის 21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, ძებნილი სისხლის სამართლის დამნაშავეს, გვარად „სააკაშვილს“ (განსაკუთრებული ნიშნები - შეღებილი თმა, შესაძლოა თან ჰქონდეს პასპორტი „სააკოვის“ გვარზე), თბილისში „მაიდანი 2“-ის მოწყობა სურდა. თუმცა სახელმწიფო გადატრიალება ჩაიშალა, ვინაიდან საქართველოს დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე ექსმმართველი პარტიის 2 ათასამდე მომხრე ძლივს შეიკრიბა (მიუხედად იმისა, რომ ისინი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, რაღა თქმა უნდა, არა ანაზღაურების გარეშე…).

მათგან ნახევარი, პარტია „ნაცმოძრაობისა“, „თავისუფალი ზონის“ და ლგბტ-საზოგადოების წევრები იყვნენ. დანარჩენები, როგორც სამართლიანად აღნიშნა „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, “ხელისუფლების მოყვანილები“ იყვნენ - ანუ, ამჟამინდელი ხელისუფლებით უკმაყოფილო, „ქარწაღებულთა“ კატეგორიიდან: უმუშევრები და პენსიონერები, ვისაც თავისთვის წამლის შეძენის უნარი არ შესწევთ, ბანკების მსხვერპლნი - გაკოტრებული მოვაჭრეები და ისინი, ვინც ბანკის კრედიტი ვერ დაფარა და საკუთარი სახლიდან ქუჩაში გამოგდებული აღმოჩნდა. ამიტომ არცერთი შეძახილი, რომელსაც სცენიდან გამოცდილი ორატორები - ბოკერია, გაბაშვილი, წიკლაური, ბაქრაძე - გაჰყვიროდნენ, ჭრელ ბრბოს არ აუტაცია და ისინი ცალკეულ შეძახილებადვე რჩებოდა.

გარეთ კი კარგი ამინდი იდგა და ბევრმა მოედანზე იმისათვის გაისეირნა, რომ თვალი შეევლო კომედი-შოუსთვის - სააკაშვილის დედისთვის, სცენის წინ კაშკაშა ნარინჯისფერ  კოსტიუმში გამოწყობილი რომ იდგა, ბოკერიას ცოლი „ჩერგოსთვის“ და უცოლო ხათუნა გოგორიშვილისათვის. მათი და სიტყვით გამოსული გაჩეჩილი, მოყვითალო ფერში ახალშეღებილ თმიანი მიშას შემხედვარე, ხალხი სიცილს ძლივს იკავებდა! (იხ. ფოტო 1).

ნაცდაუნების უხეირო ფლეშმობი „წითელი ბარათებით“, 17:00 საათზე დაიწყო და მოკლე ხანში, 18:30 საათზე სახელმწიფო კანცელარიისკენ გასეირნებით დასრულდა, თუმცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ნაციონალ-ოპერატორები მთელი ძალ-ღონით ცდილობდნენ, რომ პატარა მოედანზე, დიდი შადრევნით ცენტრში, უცხოელი მაყურებლისათვის „ურიცხვი ხალხის შეკრება“ ეჩვენებინათ. ყველაფერი გააფუჭა „დამაიდნებულმა“ მიხეილმა, რომელმაც ვითომდა მისი პირდაპირი ჩართვის დროს ბრიუსელიდან, Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოფინა ფოტოსურათები, სადაც მოედანზე ხალხის ნაკლებობა ჩანს (იხ. ფოტო 2)! გარკვეული ხნის შემდეგ მიშამ შენიშნა თავისი შეცდომა და ჯერ მათზე წვდომა აკრძალა (ფოტოების კოპირება შეუძლებელი გახდა), შემდეგ კი, 19:45 საათზე, საერთოდ აიღო ეს ფოტოები Facebook- დან და ერთი სურათით ჩაანაცვლა (იხ. ფოტო 4). თუმცა, ეს ახალი ფოტო კი არა, პირველი ფოტოს (№3) მარცხენა ნაწილია, რომელსაც მიშამ მარჯვენა მხარე ჩამოაჭრა, სადაც ხალხი საერთოდ კანტიკუნტად ჩანდა!

ზემოთქმულის მიუხედავად, დროა ხელისუფლება გონს მოეგოს და ხალხისკენ შებრუნდეს, ასევე უპასუხოს სამ კითხვას:

პირველი - რატო მიმართავს ძებნაში მყოფი დამნაშავე საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე უზარმაზარი ეკრანიდან?! ვინ აგებს ამაზე პასუხს თბილისში და გაგზავნის თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საპროტესტო ნოტას ბრიუსელში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩანაწერი იყო, ხოლო მიშა ამ დროს, შესაძლოა, კიევში იმყოფებოდა? თუ ბერუჩაშვილს მხოლოდ მოსკოვში შესწევს საპროტესტო ნოტების გზავნის უნარი?!

მეორე - რა ზომებს მიმართავს ხელისუფლება, რათა „ნაციონალებმა“ ვერ შეასრულონ მთავრობის დამხობის მათეული რევოლუციური გეგმა, რომელიც თავის გამოსვლაში გოკა გაბაშვილმა გააჟღერა? კერძოდ კი - რევოლუციური კომიტეტების შექმნა ყველა რაიონში, რომლებიც ადგილებზე ხელისუფლების მუშაობის პარალიზებასა და საბოტაჟს, სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას მოახდენენ და პერმანენტულ საპროტესტო მიტინგებს გამართავენ მოსახლეობაში დაძაბულობის შექმნის მიზნით?

მესამე - ბოლოსდაბოლოს, ხელისუფლებაში ყოფნის მესამე წელს თქვენ მიხვდით, რომ არ უნდა იაროთ ნაციონალ-ჟურნალისტთა თოქ-შოუზე „იმედში“ და სასაცილოდ ააგდებინოთ თავი სააკაშვილის ტელეარხ „რუსთავი 2“-ზე. მიხვდით თუ არა შაბათს ნაციონალების მიერ მოწყობილი აქციისას, რომ ანტირუსული ლოზუნგები არაპოპულარულია ქართველ ხალხში? თუ კვლავაც ჯიქურ ვერ შეამჩნევთ ამას, ისევე, როგორც ვერ შეამჩნიეთ, რომ უკრაინამ სახეში შეგაფურთხათ, როცა არ გადმოგცათ სააკაშვილი?! აპირებთ თუ არა მთავრობა აქედან დასკვნების გაკეთებას და რაიმეს შეცვლას, თუ შემდგომაც მიადევნებთ თვალს სახელმწიფო კანცელარიის ფანჯრებიდან მფრინავ ზვიგენებს, პინგვინებსა და ნიანგებს?!

P. S. № 5 ფოტოზე, რომელიც უკვე ჩვენი ფოტოგრაფის მიერაა გადაღებული, მკითხველი რეალურად დაინახავს და დაითვლის - რამდენი მომხრე ჰყავთ დღეს სააკაშვილსა და მის „ნაციონალებს“ საქართველოში.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 21 მარტი
საქართველო, თბილისი

1-nac-1 1-nac-2
1-nac-3 1-nac-4
1-nac-5 1-nac-6