უცხოეთი
ცნობა მასმედიისთვის ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის დისკუსიის რაუნდის შედეგების შესახებ

1mid-zar-1-anსაქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. 17-18 მარტს ჟენევაში გაიმართა შეხვედრა ამიერკავკასიის საკითხებში საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის, საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, აშშ-ისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით. რუსეთის დელეგაცისა ხელმძღვანელობდა სტატს-მდივანი - რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ. ბ. კარასინი.

უსაფრთხოების საკითხების ჯგუფში დადასტურებული იქნა აფხაზეთს, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად დამავალდებულებელი  შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობა ამიერკავკასიაში მშვიდობისა დ ასტაბილურობის შესანარჩუნებლად. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარეებმა კონსტრუქციულად გამოთქვეს მზაობა ასეთი დოკუმენტების მომზადებისა და გაფორმებისათვის.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს გეგმების გამო ნატოში შემდგომი ინტეგრაციის თაობაზე და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით სვლა პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკის უსაფრთხოებისათვის და ეწინააღმდეგება ჟენევის დისკუსიების 2008 წლის აგვისტოს საბაზო დებულებებს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ალიანსის განზრახვა ინფრასტრუქტურის შექმნისა და სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ საქართველოს ტერიტორიაზე.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მათი მტკიცე პოზიცია ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ლტოლვილების პრობლემების განხილვაში არმონაწილეობის შესახებ მანამ, სანამ საქართველო არ შეწყვეტს ამ ჰუმანიტარული თემის პოლიტიზებას გაეროს გენერალურ ასამბლეაში ნიუ იორკში. რუსეთის მხარემ ამ მიდგომას მხარი დაუჭირა.