ზაზა დავითაია: „21 მარტს დაანონსებულ აქციაზე რატომ აძლევს ხელისუფლება საშუალებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, სიტყვით მიმართოს საზოგადოებას?“
საქართველო, 20 მარტი,
საქინფორმი. ყოფილი პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი 21 მარტს აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, - ამის შესახებ
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა
გიორგი გაბაშვილმა თოქ-შოუ
„არჩევანში" განაცხადა.
„გიხაროდენ, საქართველო და ქართულო დემოკრატიავ! ძებნილი კრიმინალი აქციის მონაწილეებს მიმართავს და ხელისუფლების დამხობას მოითხოვს! ა, ამაზეა ნათქვამი - ცოტათი შემაყოფინეო და მერე მთლიანად რომ შევარდება! და, ჩვენ? ჩვენ რაღა ვქნათ ამ დროს, ამ ახ...რის მიერ ნაწამებმა და უფლბადარღვეულმა ერის უმრავლესობამ? ხელისუფლებავ! აძლევ სახალხოდ გამოსვლის საშუალებას სააკოვს??" - მიმართავს ჟურნალისტი ზაზა დავითაია ხელისუფლებას.