დღეს ბოულინგში რადიოების წარმომადგენლები იასპარეზებენ
დღეს, 2 დეკემბერს, რადიოების წარმომადგენლები გამოავლენენ 2 საუკეთესო გუნდს, რომლებიც დასკვნით ეტაპზე გამარჯვებულ ტელეკომპანიებსა და პრესის წარმომადგენლებთან ერთად ბოულინგში იასპარეზებენ. ტელეკომპანიებს შორის საუკეთესოები „რეგიონ-ტვ“ და „რუსთავი 2“ არიან, რომელთაც “იმედი” 1 ქულით ჩამორჩა და ღონისძიების ორგანიზატორთა სიმპათია დაიმსახურა განსაკუთრებული აზარტისთვის.
პრესის გუნდებს შორის ერთპიროვნული ლიდერი გაზეთი “24 საათი” იყო, ხოლო მეორე პრიზიორი გახდა ჟურნალი “სარკე”. ასპარეზობა გრძელდება, სუპერფინალი კი 3 დეკემბერს გაიმართება. მასზე გამოვლინდება ''მასმედია 2010''-ის ჩემპიონი. პრიზები დააწესა ტურნირის თანაორგანიზატორმა, კომპანია “გოუ ელექტრონიქსმა“, კომპანიამ “მულტი-პულტი” და თავად ბოულინგცენტრალმა.