საზოგადოება
ზაქარეიშვილი: „ეს არის რაღაც ქაღალდი, რომელსაც ვიღაცებმა ხელი მოაწერეს"

1-zakara-sazog-3საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მოსკოვი-ცხინვალს შორის 18 მარტს ხელმოწერილ ე.წ. დოკუმენტს. განცხადება სახელმწიფო მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:

არსებობს სამი ვარიანტი: პირველი - ვინმემ ცნოს ეს დოკუმენტი და ამას აკეთებს მხოლოდ რუსეთი და თავად ოსური მხარე, მეორე - შეიქმნას სიტუაცია, თითქოს არაფერი ხდება, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს და მესამე - ეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შეფასდეს როგორც უკანონო დოკუმენტი, რომელსაც არავითარი ძალა არ გააჩნია. სწორედ ამ ბერკეტს მივმართავთ ჩვენ, რადგან ესაა სერიოზული ბერკეტი, რადგან აღნიშნულით ხდება ამ დოკუმენტის გაბითურება. მთელი მსოფლიო ცალსახად და მკაფიოდ ამბობს, რომ ეს არაფერი არაა, არ ცნობენ მას", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.