რუსეთმა უკრაინა მინსკის შეთანხმების უხეშად დარღვევაში დაადანაშაულა
საქართველო, 19 მარტი,
საქინფორმი. მოსკოვმა გააკრიტიკა უკრაინის უმაღლესი რადის გადაწყვეტილება დონბასის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონში შესწორებების მიღებისთვის.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა
დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, „
ახლა უფრო შორს ვართ მინსკის შეთანხმების რეალიზაციიდან, ვიდრე რამდენიმე დღის წინ“.
17 მარტს უკრაინელმა დეპუტატებმა მოიწონეს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ შეთავაზებული შესწორებები აღნიშნულ კანონში. დოკუმენტის თანახმად, ტერიტორიებს, სადაც დროებით იმოქმედებს ადგილობრივი თვითმმართველობის განსაკუთრებული წესრიგი, მიეკუთვნებიან რაიონები, რომლებიც მდებარეობენ „უკრაინისა და რფ-ს სახელმწიფო საზღვრებს შორის, აზოვის ზღვისა სანაპირო ზოლსა და იმ ზოლს შორის, რომელიც განისაზღვრა ამ დადგენილების დამატებითი დანართით. აღნიშნული შეესაბამება 2014 წლის 19 სექტემბრის მინსკის მემორანდუმს“. გარდა ამისა, რადამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპბლიკები „დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებად“ არის აღიარებული.