სამართალი
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური: „თავისუფალი თაობის“ წევრები იხდიან ჯარიმას, რაც დადგენილია კანონით“

1gom-samart-3საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კომენტარი გააკეთა ზუგდიდის ინიცდენტსა და „თავისუფალი თაობის“ წევრების დაჯარიმებასთან დაკავშირებით.

ორივე მხარეს მოვუწოდებ თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან... არ არის სწორი იქ მივარდნა, კარებების დამტვრევა, შეურაცხყოფა. რაც შეეხება ფილმის ჩვენებას, რა თქმა უნდა, ჩემთვის

მიუღებელია... არასრულწლოვანი ბავშვი არ უნდა მოხვდეს ესეთი დოკუმენტური

ფილმების ჩვენებაზე და უნდა გაეკონტროლებინათ ეს, ვფიქრობ იმ ორგანიზატორებს, რომ ბავშვი არ მოხვედრილიყო დარბაზში“, - აღნიშნა მან და „თავისუფალი თაობის“ წევრების დაჯარიმებასთან დაკავშირებით, განმარტა: „გამოძიება მიმდინარეობს... რამდენიმეჯერ მოხდა მათი დაკავება, როგორც მე ვიცი. ისინი იხდიან ჯარიმას, რაც არის კანონით და ჩვეულებრივად გამოდიან-ხოლმე. ამ შემთხვევაში - თქვენ თუ გულისხმობთ ბოკერიას სახლთან - გამოძიება მიდის“.