პოლიტიკა
გიგა ბოკერია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

bokeriaსაქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა.
შეხვედრას უკვე ახალი სტატუსით ესწრებოდა ანდერს ფოგ რასმუსენის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიაში ჯეიმს აპატურაი. მოგვიანებით კი ბრიუსელში ნატო-საქართველოს სხდომა გაიმართა, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ის, რაც უკვე ჩაიწერა ლისაბონის კომუნიკეში და 10- წლიან კონცეფციაში.
ალიანსი განაგრძობს საქართველოს დახმარებას და მხარდაჭერას რეფორმების გატარების კუთხით, აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.