სამართალი
შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია კატეგორიულად უარყოფს თავისი სიმამრის მონაწილეობას აქციის დარბევაში

1izoria-samart-1საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი.  შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: მინდა ჩემი აღშფოთება გამოვხატორუსთავი 2“-ის გადაცემის ერთ-ერთი ანონსის გამო, სადაც ჟურნალისტი სვამს კონკრეტულ კითხვას, თუ ვინ არის სისხლიანი დარბევის ორგანიზატორი და შემსრულებელი, და იქვე მოჰყავს ერთ-ერთი ქალბატონის პასუხი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ჩემი სიმამრი მონაწილეობდა ამ სისხლიან დარბევაში.

ჩვენ საჯაროდ კატეგორიულად უარვყავით ბატონი გია მანჯგალაძის მონაწილეობა ამ ინციდენტში. გადაცემის ავტორს მეორე მხარისთვის შესაძლებლობა უნდა მიეცა, რათა საწინააღმდეგო აზრი დაფიქსირებულიყო... ბრალდება, რომ ჩემი სიმამრი იმყოფებოდა ინციდენტის ადგილზე, არის აბსოლუტური ტყუილი. ის გახლდათ ამ დროს ერთ-ერთი თანამშრომლის მამის გასვენებაზე... თუმცა მანამდე მიიღო მონაწილეობა მშვიდობიან მსვლელობაში“, - განაცხადა ლევან იზორიამ.