ვახტანგ გომელაური: „21 მარტის აქციაზე არანაირ ექსცესებს არ ველოდებით“
საქართველო, 19 მარტი,
საქინფორმი. შს მინისტრმა
ვახტანგ გომელაურმა კომენტარი გააკეთა 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.
„
შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს აქცია. ასევე, ყველანაირად ვეცდებით, რომ გადაადგილება თუ იქნება, რაიონებიდან ჩამოსვლა – ეს ავტობუსი იქნება თუ მანქანები, როგორც წინაზე გავაკეთეთ და დავეხმარეთ, ავტოსადგომებს მოვუმზადებთ, რომ საცობები არ შეიქმნას და კომფორტულად გადაადგილდნენ. კიდევ, მე წინაზეც აღვნიშნე, ჩვენ არ ველოდებით არანაირ ექსცესებს. მე ვფიქრობ, არც თვითონ აპირებენ ასეთი რაღაცის გაკეთებას. ჩაივლის ცივილიზებულად, წყნარად. ჩვენც მაქსიმალურად შევუქმნით კომფორტს“, - აღნიშნა, კერძოდ, მინისტრმა.