საზოგადოება
ევროინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა რიგის სამიტისთვის მზადების პროცესზე
1evroint-sazog-1საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. ევროინტეგრაციის მიმართულებით 2014 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში  მოისმინეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ევროინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ორმოცდამეთორმეტე სხდომაზე. საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის   სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის იმპლემენტაციის  მდგომარეობას და განსახორციელებელ ღონისძიებებს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ პრემიერ–მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ეროვნული სამოქმედო გეგმის 2015 წლის პირველი ორი თვის განხორციელების თაობაზე.