საზოგადოება
ზაზა ხატიაშვილი: "მივმართავ ივანიშვილს, მოაშოროს ღარიბაშვილი თავისი გუნდით!"

1zaza-saz-anსაქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. "მივმართავ ივანიშვილს, მოაშოროს ღარიბაშვილი თავისი მთელი გუნდით, მოგვაშორის ფინანსური პოლიციის კადრები პროკურატურაში და შეასრულოს დაპირებები", - ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატ არჩილ ჩუბინიძის შიმშილობის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ხატიაშვილმა აღნიშნა, ღარიბაშვილმა დანიშვნის შემდეგ ჩაიდინა საოცრება და ყაჩაღობაში ბრალდებული მთავარ პროკურორად დანიშნა. ხატიაშვილი საკუთარ განცხადებაში ასევე არჩილ ჩუბინიძის შიმშილობის აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამართლიანობა ათობით ათასი ადამიანისთვის კვლავ არ აღდგენილა.

"ტრაგიკომედია ჩაიდინა ხელისუფლებამ - პოლიტპატიმრობის სტატუსით გაათავისუფლა 200 - ზე მეტი მოქალაქე, მათი დამკავებელი პროკურორები კი დააწინაურა, რაც ანომალიური ფაქტია. ვინაიდან, ადვოკატები მოტყუებულნი დარჩნენ ხელისუფლების აფიორით, ხელისუფლების უმოქმედობა უბიძგებს მათ იშიმშილონ.

არჩილ ჩუბინიძის შიმშილობის აქცია არის დასაწყისი, მას შეუერთდება ადვოკატთა არმია, რაც შეუქცევად ხასიათს მიიღებს. მივმართავ ივანიშვილს, მოაშოროს ღარიბაშვილი თავისი მთელი გუნდით, მოგვაშორის ფინანსური პოლიციის კადრები პროკურატურაში და შეასრულოს დაპირებები. ქართველ ხალხს ხმა არ მიუცია ღარიბაშვილის და თამაზაშვილის მმართველობისთვის, ბადაშვილის მთავარი პროკურორობისთვის, სუსის მმართველობისთვის და ა..",-აცხადებს ადვოკატი.

წყარო: ipress.ge