უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებისკენ აჭარის გავლით მიისწრაფვის

1ajara-zar-3საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ გადააყენა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი და ამ პოსტზე ექსპრეზიდენტ მიხეილ საaკაშვილის თანამოაზრე დანიშნა. სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის პოზიციების განმტკიცება ოპოზიციის მიერ 21 მარტისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციამდე ერთი კვირით ადრე ხდება.

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ვაშაძე, რომელიც ახლა უკრაინის ხელისუფლებას სახელმწიფო რეესტრის რეფორმირების საკითხებში კონსულტაციას უწევს, ახლახან გამოუტყდა ქართულ მედიას, რომ აჭარის მთავრობის ექსმეთაურს, ყოფილი პრეზიდენტის მეგობარ ლევან ვარშალომიძეს ხელი „აჭარის მოვლენების პულსზე უდევს“ და კიევშიც კი შეხვედრია აჭარის პარლამენტის წევრებს „მოქმედებათა კოორდინაციისთვის“.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე არ გამორიცხავს, რომ ავტონომიის უმაღლეს საბჭოში შესაძლოა დადგეს სპიკერისა და მთავრობის მეთაურის შეცვლის საკითხი.

თუ ეს მოხდება, აჭარაში სახელისუფლებო ვაკუუმი წარმოიქმნება, რაც ხელს აძლევს მიხეილ სააკაშვილსა და მის თანამოაზრეებს. ზოგიერთი თბილისური მედიის ცნობით, 21 მარტს ექსპრეზიდენტი საქართველო-თურქეთის საზღვრის აჭარის მონაკვეთზე ჩამოსვლას აპირებს, რათა  მხარდაჭერა გამოხატოს თანაპარტიელების მიმართ, რომლებიც მასობრივ საპროტესტო აქციებს გეგმავენ როგორც თბილისში, ასევე ბათუმშიც.