უცხოეთი
საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ბესლან ბუთბა თავისი პოსტის დატოვებას აპირებს.
„პრეზიდენტს ჩემი გადადგომის შესახებ განვუცხადე“, - აცნობა „ინტერფაქსს“ ორშაბათს ბუთბამ და აღნიშნა, რომ განცხადება სიტყვიერად გააკეთა.
„ბოლო ხანს მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, უმრავლესობა საქმიდან ჩამომაშორეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფაქტობრივად მეორე მთავრობაა შექმნილი. არ ვაპირებ უბრალოდ მეკავოს ჩემი ადგილი“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ბუთბამ აღნიშნა, რომ „აფხაზეთის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ჯერჯერობით არ მიუღია მისი გადადგომა“.